|
2015-02-03 09:39:43, 861 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: ვაზიანში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გასახსნელად გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს
„ვაზიანში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გასახსნელად გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს და არა ნატომ“, – ამის შესახებ ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განაცხადა. მისივე თქმით, ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ საქართველოში ექსპერტები ჩამოვლენ და ქართულ მხარეს შესაბამის რჩევებს მისცემენ. „საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა საქართველომ უნდა მიიღოს და არა ნატო–მ. ეს არის საქართველოს ტერიტორია. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე საქართველოში გავაგზავნით ექსპერტების ჯგუფს. მათ უნდა მისცენ ქართულ მხარეს რჩევები და რეკომენდაციები. საჭიროა აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. მე ვეთანხმები ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რას უნდა ემსახურებოდეს ეს ერთობლივი ცენტრი და ამისთვის შევარჩიოთ საუკეთესო ადგილი. ჩვენ საბოლოო მონახაზის გაკეთება ჯერ კიდევ გვჭირდება“, – აღნიშნა აპატურაიმ. კითხვაზე, რა იქნება საწვრთნელი ცენტრის მიზანი, აპატურაის განცხადებით, ის ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის საინტერესო უნდა იყოს. „ თუ რა იქნება საწვრთნელი ცენტრის მიზანი, ზუსტად ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ საბოლოოდ. ისეთი ცენტრი უნდა გავაკეთოთ, ვგულისხმობ ისეთი შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომ ალიანსის წევრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესო იყოს. არ გვინდა მაგალითად იყოს ისეთი, როგორიც ყველას აქვს. ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ცენტრი და ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საქართველოში როტაციით ჩამოიყვანს. მათთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი. ყველა ქვეყნის შესაძლებლობა სპეციფიურია. მაგალითად, ის, რაც შეიძლება გააკეთო ჩემს ქვეყანაში, ამის გაკეთება ძნელი იქნება საქართველოში, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, ის რთული იქნება ჩემს ქვეყანაში. ამიტომ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რა შეუძლია საქართველოს შემოგვთავაზოს", - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)