14:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 12:27:45, 1594 ნახვა

რეგიონი
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის სოფლებსა და თემებში ხელმისაწვდომია

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის სოფლებსა და თემებში ხელმისაწვდომია

შუახევის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი გაეცნო.

,,შუბანის პირველადი ჯანდაცვის უბანზე, გავეცანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს. მიუხედავად ცუდი ამინდისა, მაღალია მოქალაქეთა მომართვიანობა, ინტერესს იჩენს მოსახლეობა აცრების მიმართ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და ეს აქტივობები კვლავ გაგრძელდება ფართო მასშტაბით“ - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ადგილზე აიცრან მათთვის სასურველი ვაქცინით: ფაიზერით, სინოვაკით ან სინოფარმით.

რუსუდან შავიშვილმა ასევე, ოლადაურის საექიმო ამბულატორიას სავაქცინე მაცივარი გადასცა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ იქნა გამოყოფილი.

ამ დროისთვის აჭარაში სულ, 208 485 ვაქცინაა ადმინისტრირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics