|
2021-09-30 20:48:14, 846 ნახვა
ეკონომიკა
კვარიათში თიბისი მხარდაჭერით ახალი სასტუმრო Litz Resort-ი გაიხსნა
ხელვაჩაურის რაიონში მაღალი კლასის, 101 ნომრიანი სასტუმრო Litz Resort-ი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.-ნათქვამია "თიბისი" ბანკის განცხებაში. Litz Resort-ი საშუალებას იძლევა ერთდროულად 250-მდე სტუმარი მიიღოს, იგი გათვლილია ყველა ტიპის და ასაკის სტუმარზე. აქ მოსულებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლონ არაერთი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით. სასტუმროში არის კინოთეატრი, სპა, ბოულინგი, საბილიარდო, სალონი, ჯაზ-კლუბი, 3 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, სიგარ კლუბი, სპორტული დარბაზები, ორი პეტანკე მოედანი, ბიბლიოთეკა ბუხრით, ობსერვატორია, ჩილიმ ბარი, ვერტმფრენის მოედანი და სხვა. "სასტუმროში მდებარეობს 3 აუზი, ერთი დახურული შიდა აუზი და ორი გარე, რომელთაგან ერთი ე.წ. infinity pool - მარილიანი წყლით ზღვაზე გადაკიდებული აუზია, ხოლო მეორე მტკნარი წყლითა და ჩანჩქერით. სასტუმროდან ტყეში შემავალ გზაზე 8 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკია მოწყობილი. სპეციალურად ბავშვებისთვის სასტუმროში მოეწყო გასართობი და სათამაშო ოთახი, სანაყინე, გარე გასართობი სივრცე, საწუწაო მოედანი და 2 გიგანტური ჭადრაკის დაფა. პირველ ეტაპზე სასტუმროში 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა 90 % -ს ადგილობრივები წარმოადგენენ. სასტუმროს მშენებლობაზე 30 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დაიხარჯა. პროექტი სახელმწიფო საგარანტიო სქემით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა."-ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)