14:53 - 22 May, 2026
|
2021-09-30 12:22:05, 1666 ნახვა
რეგიონი
მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მოსახლეობას თანამედროვე სტადარტებთან შესაბამისი ხიდით სარგებლობა ნოემბრის ბოლოდან შეეძლება. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ობიექტზე ბურჯებზე ბეტონის კოჭების დაწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტუქტურულ პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია სოფელ მუშევანთან მისასვლელ ხიდსაც ჩაუტარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)