23:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 11:24:40, 1080 ნახვა

სამართალი
თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დაკაავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერში, ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის სხვადასხვა უბანში არაერთი ბინაში ფარულად შეაღწია და გაქურდა. სამართალდამცველებმა, დ.გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics