|
2021-09-27 17:22:56, 1022 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა საზღვარზე სამართალდარღვევების ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობებისა და არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ს.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 36 778 ლარის ღირებულების, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა 297,13 გრამი) გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების (წონა 23,92 გრამი) შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი". საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 774 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე მ.კ. სანქციის სახით, 3774 ლარით დაჯარიმდა. სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზეც. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს ლ.გ.-ს კუთნილი ავტომობილით, 11 460 ლარის ღირებულების არდეკლარირებული საქონელი საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11 460 ლარის ოდენობით შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)