|
2021-09-23 13:46:01, 831 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ
დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორის განვითარება, ქვეყნის რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. მინისტრებმა EBRD-ის მმართველ და რეგიონულ დირექტორებს გააცნეს ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, დღეის მდგომარეობით, ბანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს 4 მლრდ ევროზე მეტი 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% - კერძო სექტორში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)