15:43 - 22 May, 2026
|
2021-09-23 11:35:51, 1693 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში, უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა - 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ქობულეთში, უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და ამ ეტაპზე, გარესამყაროს 159 ოჯახი მოწყდა, - ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, რის გამოც, 15 ოჯახს ალტერნატიულ თავშესაფარში გადაყვანა დასჭირდა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 43 მიმართულებით გზები ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაკეტილია. ჩამოწოლილმა მიწის მასამ დააზიანა 2 ხიდი. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა 3 ლოკაცია დაბა ჩაქვში, აგურქარხნის დასახლება, სამედიცინო ცენტრის ეზოც. ამ დროისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს სოფელ ქობულეთსა და ხალაში უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთში მეწყერი სულ 49 მიმართულებით განვითარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)