23:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 10:49:58, 892 ნახვა

სამართალი
ალექსანდრე დარახველიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა შსს-ს აკადემიაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე ტრენინგი გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ორდღიანი სწავლება, თემაზე - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“.
ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - პეტრ მიკისკამ გახსნეს. 

სწავლების გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი.
ალექსანდრე დარახველიძემ და პეტრ მიკისკამ ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ტრენინგს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ოთხი ჩეხი ექსპერტი უძღვება.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოების კუთხით უწყებათშორისი თანამშრომლობა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და ამ მიმართულებით მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ფიზიკური მომზადების დარბაზი და ტირი. პეტრ მიკისკა ასევე დაესწრო სიმულაციურ სწავლებას.
სწავლების მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ჩეხური მხარის გამოცდილების გაზიარება. სამომავლოდ დაგეგმილია ქართველი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics