|
2021-09-21 17:59:58, 1236 ნახვა
რეგიონი
ბათუმში 40 ოჯახს, ,,იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში, ბინები გადაეცა
ბათუმის მერიის "იაფი სახლის" პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა. "დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა. პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა. პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა. პროექტის ღირებულება სულ 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)