|
2021-09-18 11:26:46, 1431 ნახვა
რეგიონი
საქართველოს წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა სამედიცინო თხევადი ჟანგბადი საჩუქრად გადმოსცა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადმოსცა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟანგბადის გადმოცემის პროცესს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, კახა მამულაძესთან ერთად დაესწრო. ,,წითელი ჯვარისაგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, ასევე ჟანგბადის მოხმარება. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე გაზრდილი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს, ეს გახლავთ - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკია "მედცენტრი", მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი წითელ ჯვარს გადმოცემული საჩუქრისათვის“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)