|
2021-09-15 13:59:07, 738 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ძალისხმევით კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება
"ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან" შედეგიანი მოლაპარაკებისა და მათი მენეჯმენტის ასევე წარმატებული ვიზიტის შემდეგ საქართველოში, მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ფრენები კრაკოვის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის „ვიზეარის" გადაწყვეტილება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ. ფრენები ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით 28 სექტემბრიდან შესრულდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. „პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ავიაკომპანია „ვიზეარი" საქართველოში ფრენების სიხშირეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად ეტაპობრივად ზრდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია „ვიზეართან" კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)