|
2021-09-14 17:52:11, 873 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის საირიგაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. „ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდროდ იმისთვის, რომ განისაზღვროს სად უფრო პრიორიტეტულია პროექტის განხორციელება და თქვენთან ერთად, თქვენი გადაწყვეტილებით შევარჩიოთ ის პროექტები, რომლებსაც მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. უკვე მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ზედარუს რეაბილიტაციის 21 მილიონიანი მნიშვნელოვანი პროექტი. ზედარუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე აქტიურად დატვირთული სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების კუთხით და იმ სოფლების გასარწყავიანებისთვის, რომელსაც უჭირდათ სარწყავი წყალი. ჩვენ დავიწყეთ აღდგენა და ფაქტიურად დასრულებულია რუისის სატუმბი სადგური, ასევე დაწყებულია ქარელის საირიგაციო სისტემების აღგენა, რომელიც შემდეგ წლებშიც გაგძელდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა გულისხმობს როგორც ფერმერთა ინიციატივებისა და შესაძლებლობების მხარდაჭრას, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტის თანადაფინანსებას. „ძალიან მალე ქარელში იქნება კიდევ უფრო მეტი გადამმუშავებელი საწარმო, კიდევ უფრო მეტი შემნახველი მეურეობა და სამაცივრე მეურნეობა იმისთვის, რომ თითოული კილოგრამი პროდუქტი მაღალ ფასში დაბინავდეს და ჩვენმა ფერმერებმა, ჩვენმა გლეხებმა მიიღონ თავისი შრომის შესაბამისი ანაზღურება. უკვე გვაქვს წარმატების მაგალითები; ქარელში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საერთასორისო ბაზრებზე გადის თუმცა, ჩვენ გვინდა მეტი ასეთი წარმოება იმისთვის, რომ სრულად გამოვიყენოდ ის ეკონომიკური შესაძლებლობები რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიზნებს მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)