|
2021-09-08 10:40:36, 532 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 29% (3638057), ჩინეთი - 9% (3373517), ლატვია - 4% (1119219), ლიეტუვა - 56% (675510), აშშ - 26% (700696), გერმანია - 23% (553852) და დიდი ბრიტანეთი - 73% (435 264). მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 132% (235888), შვედეთი - 65% (69280), ჩეხეთი - 646% (112236), საფრანგეთი - 31% (50416), ყაზახეთი - 37% (2552200), ისრაელი - 52% (304827), აზერბაიჯანი - 21% (158411), თურქეთი - 156% (77226), უკრაინა - 16% (7366327), რუსეთი - 17% (39474016), მონღოლეთი - 316% (306690), ბელარუსი - 13% (2062327) და ა.შ. ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%). ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა. ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)