|
2021-08-30 10:56:21, 858 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - წელს, კახეთში რთველი წარმატებით ჩატარდება
ღვინის ეროვნული სააგენტო სრულ სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინფორმაციას, კახეთში რთველის ჩავარდნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ კახეთში რთველი ახლა იწყება. ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რთველი ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდეს. კახეთის რეგიონში, ვენახები, ჯამურად 35 ათასამდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილის დაბინავება, რეგიონის მასშტაბით, უახლოეს დღეებში დაიწყება და შეუფერხებლად წარიმართება. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს. ღვინის ეროვნული სააგენტო, ხაზგასმით აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მევენახეებს არ მიეცათ სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა, არის აბსოლუტური სიცრუე. სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" სამ ლოკაციაზე ორგანიზებულად დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება და მობილიზებული შეხვდა მოსავლის დაბინავების პროცესს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. ხოლო, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 2500-ზე მეტი შეტყობინება. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს. გასულ სიუჟეტში, ასევე გაჟღერდა უერთიერთგამომრიცხავი ბრალდებები - ითქვა, რომ ხელისუფლება არ ეხმარება დაზარალებულ მევენახეებს, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, პოლიტიკოსმა კი, ხელისუფლების მხრიდან მიღებული დახმარების გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ფერმერების მოსყიდვად შეაფასა. იმავე სიუჟეტში, საუბარი შეეხო საწარმოებთან არსებულ რიგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის გადამუშავების აქტიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად, საწარმოებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა გარკვეული რიგები, სამუშაო პროცესის ნაწილია. 30 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2,2 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენ, რომელიც ღვინის საწაროებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს. ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ნუ გააავრცელებენ დეზინფორმაციას და, ნუ შეეცდებიან იმ უპრეცედენტო თანადგომისა და მხარდაჭერის იგნორორებას, რასაც ბოლო წლებში, სახელმწიფო მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის ახორციელებს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)