|
2021-08-28 19:02:10, 890 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში" დაწყებული თევზჭერის ინდუსტრიის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ქართულ თევზსაჭერ ფლოტს ეტაპობრივად აღვადგენთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ თევზჭერის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებული პროგრამის მეშვეობით 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება ხდება.- ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ პროგრამის შედეგად, ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე ქართული დროშა იფრიალებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით. „ამ პროგრამით უკვე შეიქმნა 250-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ჯამური ინვესტიცია კი 51 მილიონ ლარზე მეტია. ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ", - განაცხადა ნათია თურნავამ. "საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის აღნიშნული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. პროექტი ხელს შეუწყობს თევზმჭერი ფლოტის განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე თევზჭერის პროდუქტების გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფოთში გაიხსნა საზღვაო აკადემიის ახალი ფილიალი, სადაც არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ უფასოდ მოემზადებიან მეთევზეები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან."-ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)