|
2021-08-27 15:18:30, 1325 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
წყალმომარაგების კომპანია , რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ზესტაფონის წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დაიწყო . პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონმდე ლარის ინვესტიცია გამოიყო. დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითადი ნაწილი წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკითა და საუბნო ჭებით სარგებლობს. არსებული მაგისტრალური მილი კი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 25 000 ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)