01:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 17:24:58, 770 ნახვა

სამართალი
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. პირველ შემთხვევაში, ერთ-ერთი კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციას, მონაცემთა კონტროლის ავტომატიზებული პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და გაფორმების ეკონომკიური ზონა „თბილისის" უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, კამერალურ შემოწმებისა და საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ  საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შედაგად, 48 121,54 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული საქონელი იქნა გამოვლენილი.

რაც შეეხება მეორე სამართალდარღვევის ფაქტს, ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი" დაფიქსირდა. მებაჟე ოფიცრების მიერ,  სხვადასხვა დასახელების საქონლით (საერთო წონა: 14 714 კგ.) დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებას, წითელი დერეფანი განესაზღვრა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განთავსდა.  ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხვა საქონელთან ერთად, სატვირთო ავტომობილში -  17 410,90 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ტვირთი (1546 კგ.) გამოვლინდა.

ორივე სამართალდარღვევის  საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics