16:34 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 12:09:19, 914 ნახვა

რეგიონი
კასპში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება იმუნიზაციის პროცესი. სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობის მოთხოვნით დღეს, მეორედ ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი.

მოსახლეობის იმუნიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილურმა ბრიგადამ სოფლის ამბულატორიაში განახორციელა.

ადგილობრივი მოსახლეობა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით აიცრა.

სოფელში საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 137 მოქალაქემ გაიკეთა.

დღეის მდგომარეობით მობილური ბრიგადების მიერ მუნიციპალიტეტში 382 მოქლაქეა აცრილი.

წინა დღეებთან განსხვავებით მობილობა გაზრდილია და მოსახლეობა აქტიურადაა პროცესში ჩართული.

იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.

კასპის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) მედიკოსთა მობილური ჯგუფი ახორციელებს.

აცრა ნებაყოფლობითია, დაიცავი საკუთარი თავი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics