21:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 17:29:13, 2191 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება.

„ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics