23:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 11:41:08, 812 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა რუსთავში მდებარე მეტალურგიულ საწარმო „ეი-ემ-ბი-ალოისს" ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ ბენეფიციარს - რუსთავში მდებარე  მეტალურგიულ საწარმო „ეი-ემ-ბი-ალოისს" ესტუმრა.

ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს. საწარმო ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ე.წ. „მშრალ ფილტრებს" ამზადებს, რაც გარემოზე ზემოქმედების მავნე რისკს გამორიცხავს.

„2019 წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება აღმოვუჩინეთ კომპანია „ალოისს". საწარმომ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება და უკვე აქტიურად გააქვს პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში. უახლოეს მომავალში კომპანია, რომელიც საწარმოში 120 ადამიანს ასაქმებს, გაფართოებას გეგმავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავეხმარებით. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამა უფრო მეტად დაეხმარება ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics