|
2021-08-18 10:29:34, 1207 ნახვა
რეგიონი
სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ამოქმედდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, შპს „ბუტრანას“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ ტიბაანში ახალი ფერმერული მეურნეობა სექტემბრის მეორე ნახევარში ამოქმედდება. ფერმის აღჭურვასა და მის გამართულ მუშაობას კომპანია „კავკასიის გენეტიკა" განახორციელებს. „ახალი მეურნეობა იქნება სრულყოფილი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, სადაც, ერთი მხრივ, სანაშენე მიმართულება იფუნქციონირებს, ხოლო, მეორე მხრივ, გადამზადდება პერსონალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის საწარმოები სხვა რეგიონებშიც კეთდება, რაც ნიშნავს, რომ მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით. სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მეცხოველეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში ფერმერული მეურნეობა და სანაშენე მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებით განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მესაქონლეობის მიმართულებითაც გათვალისწინებულია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვილი ფერმის მოსაწყობად შპს „ბუტრანამ“ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, სესხის თანხა 325,000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)