00:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 11:50:54, 786 ნახვა

ეკონომიკა
ჯანდაცვის სამინისტრო - მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასაქმების ხელშეწყობა უფრო გაძლიერდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, მარტოხელა დედების,  ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობა.

,,მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია „ზრუნვის სააგენტოს“ ბენეფიციართათვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე, ბენეფიციართა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას და რეაბილიტაციას საზოგადოებაში.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერეს". - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics