20:26 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 14:38:24, 1926 ნახვა

ომი უკრაინაში
ირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
 
მთავრობის მეთაური რეგიონული ჯანდაცვის  ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
 
პრემიერი ექიმებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მიმდინარეობს იმუნიზაცია რეგიონში. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციაზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აცრის პროცესში, ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან პანდემიის საბოლოოდ დამარცხების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის.
 
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics