|
2021-08-11 14:21:05, 866 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველომ 92 მლნ ევროზე მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ასევე, საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით ქვეყანას დამატებით გამოეყო 170.8 მლნ ევრო. ლაშა ხუციშვილმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ამ დროისთვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, შესაძლებელია მშპ-ს ზრდამ წელს ორნიშნა ნიშნულს მიაღწიოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ADB კვლავ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის მშენებლობის მიმართულებით.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)