|
2021-08-11 10:50:45, 1036 ნახვა
რეგიონი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად, ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია. – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული. ახალი ფერმის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. „საქართველოში მეცხოველეობის დარგი წარმატებით ვითარდება, რაშიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წვლილი. დედოფლისწყაროში ამოქმედებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფერმა არის არა მარტო ამ ახალგაზრდა ფერმერის წარმატება, არამედ იმის ნათელი დადასტურება, რომ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობები და მესაქონლეობის დარგი ვითარდება. ასეთი წარმატებული ფერმა ასაქმებს ათეულობით ფერმერს და ქმნის წარმატების მოდელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)