00:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-06 12:01:27, 793 ნახვა

ეკონომიკა
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 125 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 9%-ით მეტია. 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  პოლონეთი - 28% (3268131), ჩინეთი - 7% (3143021), ლიეტუვა - 51% (601164), აშშ - 26% (565876), გერმანია - 18% (439042) და დიდი ბრიტანეთ -  85% (395082).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კანადა - 93% (189562), შვედეთი - 60% (66772), ჩეხეთი - 589% (95406), ყაზახეთი - 35% (2150440), ისრაელი - 78% (299067), აზერბაიჯანი - 41% (133391), თურქეთი - 436% (77226), უკრაინა - 15% (6409699), რუსეთი - 9% (33094833), მონღოლეთი - 261% (266250).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 18,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 34,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 6,4%).

ექსპორტირებულია 421 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,1 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 202,4 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics