|
2021-08-05 11:44:03, 1703 ნახვა
რეგიონი
ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნება
ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ამასთანავე, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი. დაწესებულების ამოქმედების შედეგად 30-მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი. მიმდინარე სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ხელმძღვანელ პირებთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ერთად დაათვალიერა. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 13 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სამუშაოები მიმდინარეობს მახალაკიძეებისა და დღვანის ბაგა-ბაღებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)