|
2021-08-04 11:22:57, 1947 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე და დიეგო კოლასი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ. ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. “საფრანგეთის ელჩთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გავეცანი. მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ გაზრდილია. ყოველდღიურ რეჟიმში ვამატებთ ბრიგადებს, რათა ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მოვუწოდებთ ყველას, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნონ“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დიპლომატმა ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და საქართველოს მთავრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხდა. „მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყებისთვის, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ევროპისა და დასავლეთის მიმართ კი მეგობრული ჟესტია, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ეფექტურად იმართება“,-ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასიმ განაცხადა. საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცია 3 დაწესებულებაში შეეძლებათ: თბილისში - აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფოში და ქუთაისში - ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში. ვაქცინაციისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვაქცინირებული პირების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განხორციელდება მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)