|
2021-08-03 14:43:01, 1087 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში „სონოფარმით“ ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში „სონოფარმით“ ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, "ბათუმი მოლსა" და "მეტრო სითიში" აცრა 350-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა. "ბათუმში სინოფარმით ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს მედ ცენტრში, N1 პოლოკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და თამარი დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში. დღეიდან ვაქცინაციის პროცესს სინოფარმი/სინოვაკით ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხუთი ამბულატორია შეუერთდა. ხვალიდან სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში, ბათუმის Nმე-4-პოლიკლინიკასა და რესპუბლიკურ კლინიკურ საავდმყოფოში. დღეისათვის აჭარში ვაქცინაცია ტარდება 24 სამედიცინო დაწესებულებასა და ორ სავაჭრო ცენტრში. მუშაობს 47 ამცრელი ბრიგადა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)