17:18 - 22 May, 2026
|
2021-07-27 14:39:33, 1274 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მარეთის ხეობაში იმყოფებოდა
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მარეთის ხეობაში იმყოფებოდა. შუბნის, ოლადაურისა და დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები გააცნო. ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად 10 მლნ ლარი დაიხარჯება; კეთილმოეწყობა მთა ჩირუხის ცენტრი; მიმდინარეობს დღვანის ბაგა-ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობა; გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია; კეთილმოეწყობა ტომაშეთის, ქიძინიძეებისა და მაწყვალთის სოფლის ცენტრები;
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტები განხორციელდება ჯუმუშაურში, დღვანში, ქიძინიძეებში, დარჩიძეებში, ტომაშეთში, შუბანში, მთა ჩირუხში;
30-მდე ლოკაციაზე განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები; მაწყავლთის მთაში მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა; დაგეგმილია დარჩიძეების სოფლის სახლის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
კეთილმოეწყობა მახალაკიძეების ბაგა-ბაღი და ეზო; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ხორციელდება ტურისტული მნიშვნელობის, შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები. მიმდინარე წელს, ოლადაური, დღვანისა და შუბნის თემებში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 180 000 -ლარამდე დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)