|
2021-07-22 15:34:17, 904 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებელი საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ომარ ტაკიძემ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში გამართა. ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ მიულოცა და გაზრდილი ბიუჯეტის ფაგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ტურიზმის განვითარებაზე ესაუბრა. საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. ადგილობრივებს, სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით. მიმდინარე წელს ღომაზე დაიწყება ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა. შემუშავებულია მთის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც სამომავლოდ საკურორტო ადგილს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)