|
2021-07-22 15:20:05, 908 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართული ჯარის გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ათწლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად და იმ ნაბიჯების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს: „ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტია და შესაბამისად, მისი გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შეკრებილ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროს საშუალო და მოკლევადიანი დაგეგმვის დოკუმენტების, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისა (SDR) და მინისტრის დირექტივების პრიორიტეტებიც გააცნო. როგორც მან აღნიშნა, უწყების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები თანხვედრაშია გამოწვევებთან, რომლის წინაშეც დღეს თავდაცვის ძალები დგას. მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან (2021-დან 2025 წლამდე) გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე გადასვლა კი, თავდაცვის უწყების განვითარების უწყვეტობას, რესურსების გამოყენების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვასა და არსებული რესურსების უფრო რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს. თავდაცვის უწყების გრძელვადიანი გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე - უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების გზები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება, საჰაერო, სადაზვერვო და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ამოცანით მართვა და მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა და სხვა.
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)