|
2021-07-21 19:46:39, 1137 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი
„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი, სადაც განმსაზღვრელი გახლავთ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია. კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“, რომლის ძირითად ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს კომერციალიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამ მიზნით, საწარმოს სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად, უკვე მომზადდა საინვესტიციო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ფოსტაში“ შემავალ ცალკეულ ბიზნეს მიმართულებებს შეეხება. „ჩვენი მიზანია, გავზარდოთ “საქართველოს ფოსტის“ კომერციული მიმზიდველობა და ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, მოვიზიდოთ ისეთი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც სატერმინალო და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებების დახვეწაში, მოდერნიზებასა და განვითარებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. მისი თქმით, „საქართველოს ფოსტა“ მოქმედებს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკით, რომლის მიხედვითაც წამყვანი საერთაშორისო საფოსტო ოპერატორები ცალკეული ბიზნეს მიმართულებების მეტი კომერციალიზაციის მიზნით ახორციელებენ საკუთარი აქტივების ნაწილობრივ პრივატიზებას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)