|
2021-07-16 20:01:16, 1028 ნახვა
რეგიონი
დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა, მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიით ისარგებლებს
დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა, მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიით ისარგებლებს. პროექტის მიხედვით კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ერთსართულიან შენობას. სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხელვაჩაურისა და მაღალმთიანი აჭარის დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან, როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში, ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ხიჭაურისა და წყალსაყრის ამბულატორიებზე. მიმდინარე წელს, მოწესრიგდება ჭვანის ამბულატორიის ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)