18:47 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 10:48:27, 576 ნახვა

რეგიონი
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ოზურგეთში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას.

დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ოზურგეთის  მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და ა.შ.

იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი შინაარსის მემორანდუმი ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერიასთან უკვე  გააფორმა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics