|
2021-07-08 22:15:16, 962 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია 6 ივლისის აქციაზე - რუსთაველის გამზირზე შეგნებულად არ ჩავედი, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას
„რუსთაველის გამზირზე შეგნებულად არ ჩავედი, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრინციპული გადაწყვეტილება. „პირდაპირ რომ გითხრათ, მე სად ვიყავი 5 ივლისს, სამწუხაროდ, მე საერთოდ თბილისში არ ვიყავი, როდესაც დილის 10 საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავით, პრინციპში, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც დილის 10 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს, მე ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იქ არ ვყოფილიყავი. რატომ? მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში - როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი „ქართული ოცნება“ ჩათვლიდა საჭიროდ. თუკი ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, აბსოლუტური უმრავლესობა, არიან და იყვნენ მართულები და მეორე მხარეს იდგა პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე თავიდან ბოლომდე მართულია და რასაც უბრძანებენ, იმას ახორციელებენ, ის კორდონი გაიხსნებოდა მაშინვე, როდესაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. და გაუჭირდებოდათ დაბრალება ჩემზე? დილიდან იყო კამპანია დაწყებული იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ამ ყველაფრის უკან, მათ შორის, აფრიალებდნენ ორ ფოტოსურათს, სადაც მე ვიყავი აღბეჭდილი ორ ახალგაზრდასთან, რომლებიც იყვნენ მოძალადეების მხარეს. ანუ, იმასაც კი არ ერიდებოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ აი, ნიკა მელიას ახლობლები და წარმომადგენლები არიან მეორე მხარესაც, ანუ ორივე მხარეს გვყავდა ჩვენ-ჩვენი პროვოკატორები“, - განაცხადა ნიკა მელია.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)