|
2021-07-08 20:34:11, 1253 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტის შედეგად, პანდემიის მიუხედავად საქართველოში შემოვიდა Eurowings-ი
„ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტისა და სწორი კომუნიკაციის შედეგად, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი „ვიზეარის" ბაზა დაბრუნდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. „ორი კარგი სიახლეა - პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია „ევროვინგზი". პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ „ევროვინგზის" პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის" ბაზის დაბრუნებას უკავშირდება. „გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და დიახ, სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები პროაქტიულად გაგრძელდება.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)