06:51 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 15:33:04, 1250 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონელი ტურისტის დაჭრა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას არ უკავშირდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 5 ივლისს, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტის დაჭრა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას არ უკავშირდება.

როგორც მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პოლონელი ტურისტი ფსიქიკურად ავადმყოფმა პირმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაჭრა.

„ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად. ეს მოხდა ვორონცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან არ აქვს რაზეც საუბარი იყო, რომ ის პრაიდს უკავშირდება. სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც ეს მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, როცა არანაირ დაპირისპირებას იქ ადგილი არ ჰქონია. სრულიად მოულოდნელად მიეჭრა ეს პირი და სულ სხვა ადგილას, მოახდინა მისი ჯანმრთელობის დაზიანება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს გიორგი ხმალაძე, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics