|
2021-06-30 23:21:53, 550 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტში ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ზრდას
„1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება ავიაკომპანია „ვიზეარის" პირველი ბაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ზრდას მეტი სიხშირითა და მიმართულებით. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი" 8 მიმართულებით ოპერირებს. მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზა განთავსდება, „ვიზეარი" ფრენებს 14 მიმართულებით განახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის ბაზის განთავსება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავიაციის, არამედ ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით. „ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტში ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. იმერეთის რეგიონში აეროპორტი დასაქმებისთვის საინტერესო ადგილია, ხოლო „ვიზეარი" კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)