03:51 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 17:08:06, 1330 ნახვა

ეკონომიკა
2021 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 365.5 მილიონი დოლარია

2021 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 365.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ლარებში ეს თანხა 1.2 მლრდ ლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 13.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -11.2 პროცენტიდან -10.7 პროცენტამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 14.5 პროცენტით შემცირდა და 755.6 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1 პროცენტით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -137.6 მლნ აშშ დოლარი (-455.9 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (35.2 პროცენტით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (25.3 პროცენტით).

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 30.2 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის პირველ კვარტალში 526.9 მლნ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 28.9 პროცენტით გაიზარდა 482.7 მლნ აშშ დოლარამდე (1.6 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 42.3 მლნ აშშ დოლარი (140.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.2 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics