|
2021-06-30 13:20:27, 586 ნახვა
ეკონომიკა
PSP ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2020“ და „ეროვნული ბიზნესრეიტინგი XXI“-ის გამარჯვებულია
26 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს. 29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით უკვე 21-ედ ჩატარდა და 2020-2021 წლების საუკეთესო კომპანიები გამოავლინა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღით პანდემიასთან წარმატებით ბრძოლაში. Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი „შატო მუხრანში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება, PSP მეთექვსმეტედ დასახელდა N1 კომპანიად ფარმაცეტულ სფეროში. „თითოეული ჯილდო, ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამასთან ერთად პასუხისმგებლობაა, ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. ნდობას, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა, ვაფასებთ და მის გასამყარებლად მუდმივად საინტერესო, მათ ინტერესზე ორიენტირებულ პროექტებს შევთავაზებთ“ -აცხადებენ PSP-ში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)