|
2021-06-29 15:50:48, 871 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილება შედის. საუბარია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზე. ცვლილებით მოხდება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპის გამოცხადება განახლებული დიზაინითა და პირობებით, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდაზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, განახლებული პირობებით პროექტების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. „პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყალიბდება არა მხოლოდ კინოპროდუქციის ერთჯერადი გადაღების წერტილად, არამედ კინოპროდუქციის მრავალჯერადი წარმოების პლატფორმად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის განახლებასთან ერთად საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის. ეს იქნება დიდი მიღწევა, რადგან ესაა მუდმივი სამუშაო ადგილების წყარო. ეს არის ჩვენთან, საქართველოში კინოინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმა და გარდა ამისა, ეს არის ტურისტების მოზიდვისთვის საუკეთესო მექანიზმი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)