|
2021-06-29 11:39:00, 650 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა გავაშელიშვილზე - თვალებში უნდა ჩავხედო ზონდერს, ჩმორს და ივანიშვილის რეჟიმის მონას
უნდა ჩავხედო თვალებში ივანიშვილის რეჟიმის „ზონდერს“, მონას და „ჩმორს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა - ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვულამდე და მის ოჯახამდე. „მე კანონით მაქვს უფლება ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ იმიტომ, რომ ისტორიაში და ცხოვრებაში შეილება ასე ხშირად არ გქონდეს შესაძლებლობა აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, რასაც დღევანდელი ივანიშვილის სასამართლო წარმოადგენს. როგორც მე გავიგე დღეს დაზარალებული, ანუ ჩემ მიერ ნაცემი გავაშელიშვილი უნდა მოვიდეს, ძალიან კარგია, ერთი, უნდა ჩავხედო თვალებში ივანიშვილის რეჟიმის „ზონდერს“, მონას და „ჩმორს“, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ადამიანი ნოემბერში დარბევაში მონაწილეობდა, თავისუფალი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ის არის ჩვეულებრივი სუს-ის მიერ დაქირავებული მონა და ორგროშიანი „ზონდერი“, რომელიც ხელისუფლების სახელით ასეთ რაღაცებს ჩადის. ტყუილად ჰგონია, რომ ასე დამთავრდება ეს ამბავი, გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. იმიტომ, რომ დავალება სწორედ მაქედან მოდის“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი, ბადრი გავაშელიშვილი გამოიკითხება. დღევანდელ პროცესს დაესწრება თავად ბრალდებულიც. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)