|
2021-06-15 13:43:22, 743 ნახვა
სამართალი
პოლიციამ წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადის დაზიანების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 2000 წელს დაბადებული ქ.ქ. და 2004 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივნისს, წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადი ქვებით დააზიანეს და ამავე სასტუმროს მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და დაკავების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. რაიმე საგნის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)