|
2021-06-12 19:18:50, 1269 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ნინოწმინდის საქმეზე - მოწმის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე მოწმის ბიძას ბრადლება წარედგინა
„მოწმის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე მოწმის ბიძას ბრადლება წარედგინა“, - ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოწმე გ.ჩ-ს საკუთარი ბიძა, ჩ.გ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხული პირის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით გამოკითხული პირის გ.ჩ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. გ.ჩ. ცნობილია დაზარალებულად და შეეთავაზა მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩ.გ. 2021 წლის 11 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა. გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს - გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა - ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე. პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას. ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)