|
2021-06-09 17:22:50, 1098 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ის ძირითადი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვაკეთის ელჩთან საქართველოში პაველ ვიზდალთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა. მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სლოვაკეთის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების კონტრიბუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე, სადაც განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის განვითარებაში სლოვაკეთის კონტრიბუცია. შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ივან კმეტიც დაესწრო, რომელმაც დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში და გამოსამშვიდობებელი შეხვედრებისთვის ანკარიდან ჩამოვიდა. მინისტრმა სლოვაკ ოფიცერს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)