|
2021-06-08 23:20:37, 884 ნახვა
ეკონომიკა
გლდანის N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოს მოსავლის აღების პროცესი დაიწყო
გლდანის N 8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ბაღში ჟოლოს მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო პროექტში დასაქმებულ მსჯავრდებულებს ჟოლო 2019 წლიდან მოჰყავთ. მოსავლის რეალიზაცია ყოველწლიურად ერთ-ერთ მსხვილ ჰიპერმარკეტში და სხვადასხვა ობიექტში ხდება. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, კი მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს და მათ ხელფასის სახით ერიცხებათ. ჟოლოს მოსავლის აღების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მათი რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტს 2020 წლიდან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)