|
2021-06-07 14:40:58, 1235 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ივანიშვილი იძულებული გახადა, ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა
„ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებსა და მოსახლეობას კარგად მოეხსენება, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია უკვე დისტანცირებულია პოლიტიკიდან. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ის იძულებული გახადა, ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია იყენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და „თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბატონი ბიძინას განცხადებაში, მათ შორის მან ეს გადაწყვეტილება გადადგომის შეაფასა ღალატის ტოლფას საქციელად. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რა მომენტში მოხდა გიორგი გახარიას გადადგომა. „ეს მოხდა საკმაოდ დინამიურ და რთულ პერიოდში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს - პრემიერ - მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)