|
2021-06-04 15:08:47, 1112 ნახვა
სამართალი
შსს ნინოწმინდაზე - მივმართავთ მედიასაშუალებებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. საგამოძიებო უწყება მიმართავს მედიასაშუალებებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. „უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გამოძიების პროცესში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)